ბილეთების გადახდა შეგიძლიათ საკრედიტო ბარათით (Visa/MasterCard), TBC Checkout-ით QR კოდით და ავტობუსში გამცილებელთან (როგორც ბარათით, ასევე ნაღდი ფულით) იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ გაჩერებაზე მიხვალთ.
საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, რომლებიც იყენებენ ბილეთების განაწილების სისტემებს, როგორიცაა BusBud, Omio, TuTu და ა.შ., შეგიძლიათ გადაიხადოთ ასევე PayPal-ით ან ნებისმიერი სისტემით, რომელსაც ისინი იღებენ.
გირჩევთ, წინასწარ შეიძინოთ ბილეთები, რათა დარწმუნდეთ, რომ თავისუფალი ადგილები დარჩენილია,განსაკუთრებით სეზონის დროს.
ზოგიერთი გაჩერება არის მოთხოვნით და სავალდებულოა წინასწარი დაჯავშანი რათა ავტობუსმა შემოიაროს გაჩერებაზე.
თუ ამ გაჩერებაზე მგზავრები არ ჩამოდიან ან გადიან, ავტობუსს შეუძლია გააგრძელოს გაჩერებაზე სემოვლის გარეშე მოძრაობა ან გამოიყენოს უფრო სწრაფი მარშრუტი დროის დაზოგვის მიზნით.
თუ citybus.ge-ზე გადახდის პრობლემა გაქვთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმის შევსებით ან დარეკეთ ქოლ ცენტრში. ასევე შეგიძლიათ გვიპოვოთ Facebook & Chat-ზე
თუ თქვენ გაქვთ პრობლემები პარტნიორ საიტებზე ან სადისტრიბუციო აგენტებზე გადახდასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მათ შესაბამის მომხმარებელთა დახმარებას.
ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს თქვენი საკრედიტო/სადებეტო ბარათის სტატუსის გასარკვევად.
ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ ავტობუსის გამცილებელისაგან. ჩვენ ვიღებთ ბარათებს/ნაღდ ფულს ბორტზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ არ შეიძინეთ ბილეთს წინასწარ ვებსაიტზე,სალაროში ან დამოუკიდებელი აგენტის მეშვეობით, ადგილი არ არის გარანტირებული და თქვენ შეიძლება უარი მიიღოთ ავტობუსში ასვლაზე. უთარიღო ბილეთები უნდა იყოს დარეგისტრირებული კონკრეტულ რეისზე თავისუფალი ადგილების არსებობის მიხედვით. ყველა მგზავრს, მათ შორის ბავშვებს, უნდა ჰქონდეს საკუთარი ადგილი. ბავშვები კალთაში დაიშვებიან მხოლოდ 2 წლამდე ასაკით. ფეხზე მყოფი მგზავრები არ დაიშვებიან.
თუ თქვენ შეიძენთ ბილეთს citybus.ge-ზე ან ჩვენ სალაროში საკომისო გადასახადი არ არსებობს.
თუმცა, თუ ყიდულობთ ბილეთს საერთაშორისო სადისტრიბუციო პროვაიდერისგან ან დამოუკიდებელი აგენტისგან, სხვა ვებ-გვერდზე ან გადახდის ტერმინალებში, მათ შესაძლოა დამატებითი საფასური დაამატონ ბილეთს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს საფასური არ არის დაბრუნებადი.
1. გაარკვიეთ რომელ საიტზე განახორცილეთ ჯავშანი.
2.თუ დაასრულეთ თქვენი დაჯავშნის პროცესი ჩვენ გვერდზე (www.citybus.ge) , მაგრამ არ მიგიღიათ თქვენი ბილეთი ელექტრონული ფოსტით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმის შევსებით ან დარეკეთ ქოლ ცენტრში 0706 777 925. ასევე შეგიძლიათ გვიპოვოთ Facebook & Chat-ზე
3.თუ ჯავშანი გააკეთეთ საერთაშორისო სადისტრიბუციო პარტნიორთან, როგორიცაა Omio, BusBud ან TuTu,biletebi.ge,tkt.ge გთხოვთ, დაუკავშირდეთ მათ შესაბამის დახმარების ცენტრებს.